logo
ENG



ლილუაშვილი ოცნებასა და ენმ-ზე: ჩვენი რეიტინგი მზარდია, მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას

28 ივლ 202118:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/28/7i532sukgcb5ucq.png

პარტია საქართველოსთვის ერთერთი წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ხელი ნაციონალურმა მოძრაობამ შეუწყო.

ლილუაშვილის მტკიცებით, მოქმედ მმართველ პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობას ეშინიათ გახარიას პარტიის მზარდი რეიტინგის და "ორივე მხარე კიდევ ერთხელ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა".

ენმ-მ დაადასტურა, რომ არ მოაწერეს ხელი, რადგან ეს აწყობდა ოცნებას და სჭირდება საფუძვლად, რომ შეთანმხება ანულირებულად გამოეცხადებინა. ამ თაღლითობას უპირისპირებენ ისინი შიდაპარტიული კვლევების დრამატულ შედეგებს, რეალობას, სადაც საქართველოსთვის რეიტინგი იზრდება და ამ რეალობით გამოწვეული შიშის საპირწონედ ორივე მხარე კიდევ ერთხელ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.

ვეუბნებით ორივეს: თქვენ დღეს საერთო ინტერესებით მოქმედებთ და ეს ყველასთვის ნათელია. მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას და გეყოთ სახელმწიფოსა და მოქალაქეების ბედით თამაში. ჩვენ ხალხს ვეტყვით - თქვენთან ერთად უფრო ვძლიერდებით, მივუყვებით ჩვენი პარტიული მშენებლობის გეგმას, ვხვდებით მხარდამჭერებს საქართველოს მასშტაბით, ჩვენი მხარდაჭერა დიდი და მზარდია და სწორედ ამ მოქალაქეებთან ერთად გვექნება შთამბეჭდავი შედეგები არჩევნებზე.", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.


close დახურვა